“ევროპის უნივერსიტეტში” 14 ივლისს “ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლების ვიზიტი გაიმართა

14 ივლისს “ევროპის უნივერსიტეტს” ,,ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული საგრანტო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.
შეხვედრის მიმდინარეობისას „ჰორიზონტი ევროპა“-ს ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი საგრანტო შესაძლებლობები, მონაწილეობის პირობები და განაცხადის წარდგენის პროცედურები.
ეკატერინე სანაიამ მონაწილეებს გააცნო ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) დაფინანსების შესაძლებლობები; თეონა მაისურაძემ წარადგინა MSCA-ს 2025 წლის კონკურსები დოქტორანტებისთვის, პოსტდოკებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის; ნიკოლოზ ვაჩაძემ განიხილა ჯანმრთელობის კლასტერის მიმართულებით არსებული კონკურსები, ხოლო ნინო როდონაიამ მიმოიხილა გაფართოების ჰორიზონტალური სვეტის (WIDENING) კონკურსები.
შეხვედრას ესწრებოდა “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
“ევროპის უნივერსიტეტი” ამ ტიპის შეხვედრებით ხელს უწყობს უნივერსიტეტის სხვადასხვა ღირებულ აქტივობაში წარმატებულ ჩართულობას.