InnovaVet პროექტის ფარგლებში ტრენინგების სერია გაიმართა

მიმდინარე წლის 2-4 ივლისს კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის “ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება“ (InnovaVet) ფარგლებში ტრენინგების სერია გაიმართა.
ტრენინგები “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა” და “ევროპის უნივერსიტეტის” ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ინოვაციური სწავლებისა და შეფასების მეთოდების შესახებ ცოდნის ამაღლებას და პრაქტიკაში მათი დანერგვის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ქართველი კოლეგებისთვის ტრენინგები სამი დღის განმავლობაში გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, პრობლემასა და შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული სწავლება, შებრუნებული სასწავლო ოთახის მოდელი, ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, კლინიკური კომპეტენციების განვითარება სტუდენტებში და სხვა.
განხილულმა თემებმა დამსწრე აუდიტორიის დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაც დისკუსიებში მათი აქტიური ჩართულობით გამოიხატა.
ტრენინგში აქტიური 35-მდე სავეტერინარო მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პროფესორ-მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.
ტრენინგის დასასრულს, თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ კონკურენტული ინოვაციების ფონდის წარმომადგენლები, ადმინისტრირების ერთეულის ხელმძღვანელი ანა გომელაური და ფონდის ფინანსური სპეციალისტი გიორგი სიხარულიძე.