“ევროპის უნივერსიტეტი” EURASHE-ს წევრი გახდა

“ევროპის უნივერსიტეტი” “უმაღლეს განათლებაში გამოყენებითი მეცნიერებების ევროპული ასოციაციის (EURASHE)“ წევრი გახდა.
“ევროპის უნივერსიტეტი” პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც ასოციაციას შეუერთდა.
EURASHE 30 წელზე მეტია, ხელს უწყობს უმაღლეს განათლებაში გამოყენებითი მეცნიერებების განვითარებასა და პოპულარიზაციას. ამ მიზნით, ასოციაცია თანამშრომლობს როგორც ეროვნულ დონეზე მომუშავე ერთეულებთან, ასევე უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან, ინსტიტუტებთან და სხვა.
EURASHE-ს მისიაა გააძლიეროს ინოვაციური, მაღალი ხარისხის გამოყენებითი უმაღლესი განათლება და დაკავშირებული კვლევები, ჩართულ მხარეებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით.
“ევროპის უნივერსიტეტის” გაწევრიანება ასოციაციაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გამოყენებითი მეცნიერებების მიმართულებით ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცისთვის საკომუნიკაციო და ინფორმაციულ პლატფორმაზე ხელმისაწვდომობის ზრდაში, ცოდნისა და შეხედულებების მიმოცვლას და დარგის განვითარებაში.