სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის II სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

2 ივლისს “ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის II სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ გახსნა.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების სხვადასხვა კურსის სტუდენტები.

სტუდენტებმა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე მოხსენებები წარმოადგინეს:

  • იოსებ ბერიძე, ლაშა-გიორგი თურქიაშვილი – „სიკვდილით დასჯა: ისტორია, ეთიკა და სამართალი“
  • ლიზი გიორგაძე, იოანე კოჟორიძე – „აზრის გამოხატვა სოციალურ სივრცეში“
  • ლიკა ხუციშვილი, მარიამ მარგველაშვილი – „ქართულ და გერმანულ ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემების შედარება“
  • ანუკი კუჭაშვილი – „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“
  • სალომე დოლიძე – „დიპლომატიის ევოლუცია ტექნოლოგიურ ეპოქაში“

სტუდენტების მიერ წარდგენილი თემები სპეციალურად შედგენილმა კომისიამ შეაფასა:

  • ეკა კაველიძე, “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
  • ეკატერინე გასიტაშვილი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • ნიკა ჩიტაძე, ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

კონფერენციის დასასრულს, გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც მონაწილეებს და გამარჯვებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ. საპრიზო ადგილზე გასული სტუდენტები არიან:

I ადგილი – ლიკა ხუციშვილი, მარიამ მარგველაშვილი
II ადგილი – სალომე დოლიძე
III ადგილი – ანუკი კუჭაშვილი

გამარჯვებულებს „ევროპის უნივერსიტეტისგან“ სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

გარდა ამისა, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ საინტერესო მოხსენების წარდგენისათვის იოსებ ბერიძე და ლაშა-გიორგი თურქიაშვილი. ისინი სამთვიან სტაჟირებას საერთაშორისო კვლევების ცენტრში გაივლიან, რომელსაც „ევროპის უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორი, ნიკა ჩიტაძე ხელმძღვანელობს.