საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები თურქეთში გამართულ საერთაშორისო კვირეულს ესწრებოდნენ

2025 წლის ივნისში, “ერაზმუს+” საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები – თამარ ხუბაშვილი, ხატია ხერხეულიძე და ნინო მესხი „საქარიას უნივერსიტეტში“ (თურქეთი) გამართულ საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, რაც მომავალში ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, ასევე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროექტების ხელშეწყობას მოიცავს.

კვირეულის განმავლობაში, “ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში, სამუშაო სესიებს და თემატურ შეხვედრებში, სადაც განიხილებოდა უმაღლესი განათლების სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციები, ინტერნაციონალიზაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: გლობალური აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება საერთაშორისო კონტექსტში და საერთაშორისო პარტნიორობების მდგრადი განვითარების გზების ძიება.

კვირეულს ესწრებოდნენ როგორც ევროკავშირის, ისე სხვა ქვეყნებიდან მიწვეული სტუმრები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის უნივერსიტეტსა და სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო აკადემიური კავშირების განმტკიცებას.