ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე II მულტიდისციპლინარული სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

24 ივნისს “ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე მეორე მულტიდისციპლინარული სტუდენტური კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე სხვადასხვა უნივერსიტეტის ინფორმატიკის, მენეჯმენტის და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები და პროექტები წარადგინეს.

კონფერენციის მულტიდისციპლინარულობიდან გამომდინარე მოხსენების თემატიკა შეზღუდული არ იყო და მოიცავდა აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებს, როგორც თეორიიდან, ისე პრაქტიკიდან. ასევე წარმოდგენილი იყო რამდენიმე საინტერესო სტარტაპ კონცეფცია.

კონფერენციაში “ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან ერთად „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“, „საქართველოს უნივერსიტეტის“ და „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“ სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა.

სტუდენტების მიერ წარდგენილი თემები სპეციალურად შერჩეულმა კომისიამ შეაფასა.

კონფერენციის დასასრულს ყველა სტუდენტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.