IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ოლიმპიადა “ალგორითმი 2025“ გაიმართა

21 ივნისს, 11:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტმა” “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტთან“ ერთად IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის, ოლიმპიადა ინფორმატიკაში – “ალგორითმი 2025” გამართა.
მოსწავლეებმა, კომპიუტერის გამოყენების გარეშე, ალგორითმული ამოცანები ამოხსნეს.
თითოეული ამოცანა მაქსიმუმ 4 ქულით შეფასდება, ხოლო გამარჯვებულები დაგროვებული ქულების საფუძველზე გამოვლინდებიან.
ღონისძიება ორ ლოკაციაზე: თბილისში – “ევროპის უნივერსიტეტსა“ და ქუთაისში – “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ ჩატარდა.
შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 30 ივნისისა.
მიღებული შედეგის გასაჩივრება შესაძლებელი იქნება გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.
ოლიმპიადის დახურვა და დაჯილდოების ცერემონიალი 7 ივლისს გაიმართება, სადაც ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულები შემდეგი პრიზებით დაჯილდოვდებიან:
I ადგილი – iPad
II ადგილი – სმარტ საათი
III ადგილი – ყურსასმენები