“ევროპის უნივერსიტეტში” რბილი ქსოვილებისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის თემაზე სემინარი გაიმართა

21 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტის“, ვეტერინარული კლინიკა „კივის“ და საკვებისა და კლინიკური პროდუქტების წამყვანი ბრენდის, კომპანია „ჰილსის“ პარტნიორობით, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე სემინარი გაიმართა, რომელიც რბილი ქსოვილებისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის აქტუალურ საკითხებს ეხებოდა.
ღონისძიების ფარგლებში სავეტერინარო მედიცინის სტუდენტებს, პროფესორებთან პირდაპირი კომუნიკაციის, გამოცდილების გაზიარებისა და საკითხების სიღრმისეულად განხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
სემინარზე მოწვეული მომხსენებლები იყვნენ წამყვანი სპეციალისტები:
ქსენია ლავროვა;
ნიკიტა სამბორსკაია;
გეორგი გრადუსოვი.
მათ დეტალურად ისაუბრეს რბილი ქსოვილებისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის თანამედროვე ტენდენციებზე და წარადგინეს პრაქტიკული შემთხვევების ანალიზი, რაც სტუდენტებს პროფესიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვან ცოდნასა და მოტივაციას მისცემს.
სემინარს “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული პროფესორი, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი მაია კერესელიძე და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ნინო მილაშვილი ესწრებოდნენ.