მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების მე-18 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

19 ივნისს, “ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ორგანიზებით მე-18 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე დიპლომირებული მედიკოსის, სტომატოლოგიის და ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები წარადგინეს.

მე-18 სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტების გარდა სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა.

სტუდენტებმა კვლევები აკადემიური და მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით განახორციელეს, რომლებიც მედიცინის, სტომატოლოგიის და ფსიქოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს ეხებოდა.

თითოეული პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და სტუდენტებმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.

კონფერენციის მონაწილეებს სპეციალურად შერჩეული სამეცნიერო კომისიის წევრები აფასებდნენ:

მარიკა ზურმუხტაშვილი – “ევროპის უნივერსიტეტის” ასისტენტ პროფესორი

ნინო შარიქაძე – “ევროპის უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი

ეკა კოხრეიძე – მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი

კონფერენციის დასასრულს კომისიის მიერ საუკეთესო ნაშრომების ავტორები გამოვლინდნენ:

I ადგილი  “ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტი:  იასმინა ვ.ა ზათარ , თემა: “The Relationship Between Omega-3 Supplementation, Academic Performance, and Stress Among University Students Aged 18–25”

II ადგილი “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი: მარიამ ტყეშელაშვილი,  თემა: “ნანოაგენტების როლი კიბოს თერაპიაში’’

III ადგილი  “ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტი: სვეტაპადმა პრადჰან,  თემა: “Median Arcuate Ligament Syndrome”  და “ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტი: მუსტაფა მოჰამმად მუსტაფა ნასსარ, თემა: “Impact of E-Cigarette Use on Periodontal Health and Risk Prediction Using Machine Learning: A Cross-Sectional Observational Study’’

სპეციალური ნომინაციის “საუკეთესო კლინიკური შემთხვევის განხილვის” გამარჯვებულები გახდნენ:

“ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის  სტუდენტი: მარიამ ჯოჯუა, თემა: “ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ წონის კლების გავლენა ორსულობის შედეგებზე”

“ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტი ქეთი მამულაშვილი, თემა: “გიიენ-ბარეს სინდრომი”

გამარჯვებულები კომისიის წევრებმა და მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, “ევროპის უნივერსიტეტისგან“ ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ.