მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ყოველწლიური კონფერენცია “მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ გაიმართა

21 ივნისს “ევროპის უნივერსიტეტში” მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ყოველწლიური კონფერენცია “მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ გაიმართა.

კონფერენცია “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა. უნივერსიტეტის სახელით მეანობა-გინეკოლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორ ნიკოლოზ კინტრაიას სიმბოლური ჯილდო გადაეცა.

კონფერენციის პირველი სესიის თავმჯდომარეები პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია და “ევროპის უნივერსიტეტის” მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლარისა მელია იყვნენ.

მეორე სესიას საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი არჩილ ხომასურიძე და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ სულუხია უძღვებოდნენ.

რიგით მეორე კონფერენციაში სხვადასხვა რეგიონის ასობით ექიმმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე დარგის წარმომადგენლები და პროფესორები კონკრეტული შემთხვევების შესახებ საუბრობდნენ.

კონფერენციის მიზანი დარგის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე მიდგომების ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა იყო.

კონფერენციას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით.