მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია თემაზე – „კიბოს სკრინინგი საქართველოში – მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართება

23 ივნისს, 17:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტში”, მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია თემაზე – ,,კიბოს სკრინინგი საქართველოში – მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართება.

ლექციას ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე გაუძღვება.

ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის კიბოს სკრინინგის შესახებ არსებული პრაქტიკის, მიღწევებისა და არსებული გამოწვევების გაზიარება.

საჯარო ლექციაზე დასწრება შესაძლებელია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისთვის.

სამუშაო ენა: ქართული

შეხვედრის ადგილი: სარაჯიშვილის გამზირი 17, აუდიტორია 702.