Comments Off on Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტებისათვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა
6 ივნისს “ევროპის უნივერსიტეტში“ Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტებისათვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ორჯონიკიძე და მენეჯერი ნინო ჩანადირი გაუძღვნენ.
შეხვედრის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა სტუდენტებს გაუზიარა ინფორმაცია მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებული რეგულაციების, პრაქტიკული და აკადემიური საკითხების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, კითხვა-პასუხის რეჟიმში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
“ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური სტუდენტებს სთავაზობს Erasmus+ გაცვლით პროგრამებს ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებში, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე.