ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები

IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე “ალგორითმი 2025” რეგისტრაცია გრძელდება

21 ივნისს, 11:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტი“ „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტთან ერთად“ IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ოლიმპიადას ინფორმატიკაში – “ალგორითმი 2025” გამართავს.

მოსწავლეებმა კომპიუტერის გამოყენების გარეშე უნდა ამოხსნან ალგორითმული ამოცანები. გამარჯვებული გამოვლინდება დაგროვებული ქულების საფუძველზე. თითოეული ამოცანა შეფასდება მაქსიმუმ 4 ქულით.

“ალგორითმი 2025“-ის მიზანია ინფორმატიკის დარგის პოპულარიზება მოსწავლეებში და ალგორითმების შესახებ ცოდნის ამაღლება.

ოლიმპიადის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
I ადგილი – iPad
II ადგილი – სმარტ საათი
III ადგილი – ყურსასმენები

ოლიმპიადა ორ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება:

  1. თბილისი – “ევროპის უნივერსიტეტი”, გურამიშვილის გამზირი 76
  2. ქუთაისი – “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი”, წერეთლის ქუჩა 13

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfKex3__WahzrAi_i3eUoRgGbYk2__p0QuPXhtKGkNXr6Rvyw/viewform

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 ივნისი

მიღებული შედეგის გასაჩივრება შესაძლებელი იქნება გამოცხადებიდან 3 დღის ვადაში.