მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

14 ივნისს „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია „მენტალური ჯანმრთელობა და მისი მნიშვნელობა” გაიმართება

14 ივნისს, 18:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ ფსიქოსოციალური განვითარების ცენტრი “დაო” საჯარო ლექციას თემაზე „მენტალური ჯანმრთელობა და მისი მნიშვნელობა” გამართავს.

ლექციას ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოსოციალური განვითარების ცენტრი „დაო“-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თათია რაზმაძე და ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი ქეთევან კობიაშვილი გაუძღვებიან.

შეხვედრის ფარგლებში მომხსენებლები მიმოიხილავენ შემდეგ თემებს:

  • ფსიქიკური ჯანმრთელობა, სტიგმა და დაძლევის მექანიზმები
  • ახალგაზრდების ასაკობრივი გამოწვევები მენტალური ჯანმრთელობის კონტექსტში
  • სტუდენტობის გამოწვევები – ახალი გარემო, სტრესი და მასთან გამკლავება
  • როდის გვჭირდება დახმარება, მენტალური ჯანმრთელობის სიგნალები

საჯარო ლექციაზე დასწრება შეუძლიათ ნებისმიერი პროგრამის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
დრო: 14 ივნისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: „ევროპის უნივერსიტეტის“ B კორპუსი, სარაჯიშვილის გამზირი 17, აუდიტორია 702