საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტში“ სლოვენიის “ახალი უნივერსიტეტის“ პროფესორის ანდრეი პომპეს საჯარო ლექცია გაიმართა

3 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის სლოვენიის “ახალი უნივერსიტეტის“ პროფესორმა ანდრეი პომპემ საჯარო ლექცია თემაზე – „City Branding“ ჩაატარა.

ანდრეი პომპე ბრენდინგის სპეციალისტი, კრეატიული დირექტორი და კომპანია „Formitas Group“-ის თანადამფუძნებელია.

ლექციის ძირითადი თემა იყო, როგორ შეუძლიათ ქალაქებს ეფექტური ბრენდინგისა და უნიკალური ატმოსფეროს შექმნით მოიზიდონ ინვესტიციები, ტურისტები და ახალი მაცხოვრებლები. შეხვედრა დაფუძნებული იყო ანდრეი პომპეს წიგნზე „City Brand“, რომელშიც ის განიხილავს ქალაქების პოზიციონირების სტრატეგიებს გლობალურ კონტექსტში.

ღონისძიებას „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად ფაკულტეტის დეკანი, ილია ბოცვაძე, სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი სალომე ხარაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი ნინო ჩანადირი ესწრებოდნენ.

სტუდენტებმა გააჟღერეს აქტუალური შეკითხვები და მომხსენებლისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.