მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა

3 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ B კამპუსში საჯარო ლექცია თემაზე – “ბავშვთა ჯანმრთელობა – დაავადებების პრევენცია, ჯანსაღი კვება ასაკობრივი ჭრილის გათვალისწინებით, როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელოვანი გარანტი“ გაიმართა.

ლექციას „ევროპის უნივერსიტეტის“ პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო თოთაძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე განხილული იყო ბავშვთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაძლიერების თანამედროვე მიდგომები, მათ შორის: დაავადებების პრევენციის გზები, ჯანსაღი კვების პრინციპები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, მავნე ჩვევების პრევენცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბება.

ღონისძიებას “ევროპის უნივერსიტეტის“ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა დაესწრნენ.

ლექცია სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა იყო.