Comments Off on „ევროპის უნივერსიტეტის“ ფუტსალის გუნდმა 2024/25 წწ. სეზონი ფუტსალის ლიგა 3-ში საპრიზო ადგილით დაასრულა
„ევროპის უნივერსიტეტის“ ფუტსალის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში (ლიგა 3) ასპარეზობა ბრინჯაოს მედლებით დაასრულა.
31 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის დასკვნითი შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სეზონის საუკეთესო მოთამაშეებს შორის დასახელდა EU-ს გუნდის წევრი, დავით ბაბუციძე, რომელმაც ლიგა 3-ის საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდო მიიღო.
დავით ბაბუციძეს 2024.25 წწ. სეზონში ჩვენი გუნდის რიგებში ყველაზე მეტი, 16 გოლი აქვს გატანილი.
რეგულარულ ეტაპზე ნაჩვენები რვამატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ „ევროპის უნივერსიტეტმა“ ასპარეზობა პლეი-ოფში გააგრძელა, სადაც „ბათუმის სპორტული ცენტრი” ორ შეხვედრაში დაამარცხა.
½ ფინალურ სერიაში EU-მ სანახაობრივი და დაძაბული მატჩები შემოგვთავაზა, საბოლოოდ კი მესამე ადგილისთვის გამართულ ბრძოლაში „რუსთავთან“ მოიგო და სეზონი საპრიზო პოზიციაზე დაასრულა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ ფუტსალის გუნდი პარალელურად უნივერსიადა 2025-ზეც ასპარეზობდა და ისტორიაში პირველად, ჩემპიონობა იზეიმა.
„ევროპის უნივერსიტეტისთვის“ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება და მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზება სტუდენტებისთვის, რაც ხელს უწყობს მათთვის საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნას.