საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის: საზაფხულო სკოლა ნიდერლანდებში, “ვიტენბორგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში”

4 ივნისს, 16:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური “ვიტენბორგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის” საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის გამოცხადებული კონკურსის შესახებ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრა გაიმართება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ადგილმდებარეობა: გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 409.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების სამწლიანი ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებს. “ერაზმუს+” KA171 საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამის ფარგლებში პროექტში მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე.

შეხვედრაზე განხილული იქნება პროგრამის დეტალები, კონკურსში მონაწილეობის პირობები, განაცხადის წარდგენისთვის საჭირო დოკუმენტები და სხვა ტექნიკური საკითხები. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.

აღსანიშნავია, რომ მობილობა ხელს უწყობს აკადემიური გაცვლების შესაძლებლობას ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის.