“ევროპის უნივერსიტეტში” პერსონალის მესამე საერთაშორისო კვირეულის დახურვის ღონისძიება გაიმართა

23 მაისს, “ევროპის უნივერსიტეტში” პერსონალის მესამე საერთაშორისო კვირეულის დახურვის ღონისძიება “ევროპის უნივერსიტეტის” სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა მირანდა თედეშვილმა გახსნა.
შეხვედრის ფარგლებში, პანელური დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნინო უგლავა – განათლების ექსპერტი, დოქტორი; მარიამ ბანძელაძე – გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და სელია მარტი გარსია – მალაგას უნივერსიტეტის პროფესორი.
დისკუსიის მსვლელობისას განხილულ იქნა „თანამედროვე განათლების სისტემისა და ინტერნაციონალიზაციის ძირითადი გამოწვევები“.
დისკუსიას მოდერაცია გაუწია “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიცე-რექტორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ.
ღონისძიების დასასრულს, “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა – ნინო ტალიაშვილმა, კვირეულის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა.
კვირეულის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში, მათ შორის ვორქშოპებსა და სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებში.
“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პერსონალის საერთაშორისო კვირეულს 2023 წლიდან ყოველწლიურად მასპინძლობს.