სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია – “Global Employability for Medical Students: Resume Excellence and International Hiring Standards” გაიმართა

20 მაისს, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე “Global Employability for Medical Students: Resume Excellence and International Hiring Standards” გაიმართა.

ლექციას „ევროპის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებული, CIPD-ის წევრი, HR მენტორი და მომავალი HR ლიდერების განვითარების პროცესში აქტიური მონაწილე ქეთევან ხითარიშვილი გაუძღვა.

ლექციის ფარგლებში ქეთევან ხითარიშვილმა მიმოიხილა მედიცინის სტუდენტებისთვის არსებული გლობალური დასაქმების შესაძლებლობები და ის სტანდარტები, რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო შრომის ბაზარზე დასაქმებისთვის. მან ასევე სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მათ ის რჩევები მისცა, რომელიც ეფექტური რეზიუმეს შედგენაში დაეხმარებათ.

ლექცია სრულად ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღეს.