“ევროპის უნივერსიტეტსა” და ხაენის უნივერსიტეტს (ესპანეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს პარტნიორობას სხვადასხვა აკადემიურ და კვლევით მიმართულებით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ თანამშრომლობას როგორც სტუდენტური, ისე აკადემიური მობილობის კუთხით, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ხელს შეუწყობს.
თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას, საერთაშორისო სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას, კულტურული ინიციატივების მხარდაჭერასა და ინოვაციური სასწავლო მიდგომების დანერგვას.
მემორანდუმი კიდევ უფრო გააძლიერებს “ევროპის უნივერსიტეტის” ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.