საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტსა” და სტამბოლის ნიშანტასის უნივერსიტეტს შორის  მემორანდუმი გაფორმდა

“ევროპის უნივერსიტეტსა” და სტამბოლის ნიშანტასის უნივერსიტეტს (თურქეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას როგორც აკადემიურ, ასევე კვლევით სფეროებში.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ სტუდენტური და აკადემიური მობილობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, მრავალფეროვან აკადემიურ გარემოში გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული ქსელების გაფართოებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *