24 აპრილს „ევროპის უნივერსიტეტს“ „ლატვიის უნივერსიტეტის“ დელეგაცია ესტუმრა.
დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორმა სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით ნიკოლოზ ფარჯანაძემ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა მარიამ ორჯონიკიძემ, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელმა ეკატერინე ნაცვლიშვილმა და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ თამარ აზარიაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, მომავალ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებში ერთობლივი ჩართულობის შესაძლებლობები და გაცვლითი პროგრამების განვითარება. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ევროპის უნივერსიტეტის კამპუსი და თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე — „ეუ ლაბი“.
„ევროპის უნივერსიტეტისთვის“ საერთაშორისო პარტნიორებთან მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის განვითარების დამატებით შესაძლებლობებს და ხელს უწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო ქსელის გაფართოებას.