საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” თანამშრომლები „ხაენის უნივერსიტეტში“ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

„ევროპის უნივერსიტეტის“ სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ჭყოიძე და საერთაშორისო პროექტებისა და ბილატერალური მობილობის მენეჯერი ნინო კანდელაკი,  ერაზმუს+  მობილობის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით “ხაენის უნივერსიტეტში” (ესპანეთი) იმყოფებოდნენ.

“ევროპის უნივერსიტეტის” თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კვირეულში, რომელიც ხაენში, 21-25 აპრილს გაიმართა. ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი გააერთიანა ინტერნაციონალიზაციის, ერაზმუს+ ინიციატივების, შერეული ინტენსიური პროგრამებისა და გლობალური თანამშრომლობის საკითხების განსახილველად.

საერთაშორისო კვირეული დატვირთული იყო აქტივობებით და მოიცავდა ლექციებს, სამუშაო შეხვედრებს, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიებს, კამპუსის ტურსა და კულტურულ ღონისძიებებს.

„ევროპის უნივერსიტეტის“  თანამშრომლების მონაწილეობა აღნიშნულ კვირეულში კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების მიმართ.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *