საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ მობილობის კონკურსი გამოცხადდა

ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, “ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში” (ნიდერლანდები) სრულად დაფინანსებული მობილობისთვის “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიური პერსონალის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

ერაზმუს+ KA171 პროგრამა, მხარს უჭერს ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. შერჩეული კანდიდატები, ქალაქ აპელდორნში, საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩაატარებენ ლექციებს. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაფართოებას.

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროპის უნივერსიტეტის მხოლოდ აკადემიურ პერსონალს
  • მინიმუმ ერთი წელი გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურ ენაზე სწავლების მიმართულებით
  • მინიმალური აკადემიური ხარისხი: მაგისტრის ხარისხი
  • უპირატესობა მიენიჭებათ:
    • დოქტორის ხარისხის დასრულების ეტაპზე მყოფ დოქტორანტებს
    • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატებს
    • დოქტორის ან DBA ხარისხის მქონე კანდიდატებს, რომლებსაც გააჩნიათ მინიმუმ ორი უახლესი სტატიაში გამოქვეყნებული ნაშრომი Scopus-ის ინდექსირებულ ჟურნალებში

მობილობასთან დაკავშირებული დეტალები:

13 – 25 ივლისი, 2025 – Inter-cultural Communication & Leadership course

27 ივლისი – 8 აგვისტო, 2025 – Marketing & Personal Branding course

  • მობილობის განხორციელება შესაძლებელია ერთი მთლიანი მოდულის ან მოდულის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილისათვის. მთლიანი მოდულის სწავლების შემთხვევაში, მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 სამუშაო დღეს, ხოლო მოდულის ნაწილისათვის, 5 სამუშაო დღეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორი განსხვავებული მოდულის ნაწილების შერევა დაშვებული არ გახლავთ.

სააპლიკაციო პროცედურები:

  1. პირადობის მოწმობის/პასპორტის სკანირებული ვერსია
  2. რეზიუმე (სასურველია Europass-ის ფორმატით)
  3. ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება
  1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურ ენაზე სწავლების მიმართულებით, მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: https://forms.gle/a64aszfV586QAgM57

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადა: 8 მაისი,2025

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international.office@eu.edu.ge

76 გურამიშვილის გამზირი, ოთახი 317

ტელ.: (995) 322 000 171 (Ext. 147)

ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *