სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე ბულგარეთში ELFA-ს საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

23-25 აპრილს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.

კონფერენციის თემა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასობით წარმომადგენელს აერთიანებდა „ELFA-ს 30 წელი: იურიდიული განათლება ტრადიციებსა და თანამედროვე მიდგომების ჭრილში“ იყო.

პანელური დისკუსიებისა და მოხსენებების ფარგლებში კონფერენციაზე განიხილებოდა იურიდიული განათლების განვითარება ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ როგორ განვითარდა ტრადიციული მეთოდები თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცია ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის დონეზე აერთიანებს სამართლის ფაკულტეტებს. „ევროპის უნივერსიტეტი“ ასოციაციას 2024 წელს შეუერთდა და როგორც ახალ წევრს კონფერენციაზე სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს ELFA-სგან შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

პროფესორ ეკა კაველიძეს ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა უცხოელ კოლეგებს და სამართლის პროგრამის განვითარებისთვის სამომავლო თანამშრომლობის მიზნით დაემყარებინა ახალი კავშირები მსოფლიოს მასშტაბით წამყვან უნივერსიტეტებთან.

დღეის მდგომარეობით ELFA-ს ჰყავს 150-ზე მეტი წევრი, ორმოცდაცხრა ქვეყნიდან და ოთხი კონტინენტიდან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *