სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია 25 აპრილს გაიმართება

25 აპრილს, 18:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება.

შეხვედრას გაუძღვებიან:

  • ხატია ცირამუა – განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი
  • ნიკოლოზ ფარჯანაძე – ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით, ვიცე-რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
  • ეკა კაველიძე – სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

პრეზენტაციის ფარგლებში განხილული იქნება პროგრამის მიზნები, შინაარსი, სწავლის შესაძლებლობები, პროგრამის განხორციელების რესურსები, დასაქმების პერსპექტივები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ის მეშვაობით გაიმართება: დასასწრებად ეწვიეთ ბმულს

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *