მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

მედიცინის ფაკულტეტის განმახორციელებელ პერსონალთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

25 მარტი-16 აპრილის პერიოდში “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის განმახორციელებელ პერსონალთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრები როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

შეხვედრაზე “ევროპის უნივერსიტეტის” სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით ვიცე-რექტორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა თინათინ გოგნაძემ დეტალურად ისაუბრეს იმ სიახლეებზე, რომლებიც დაინერგა გაზაფხულის სემესტრის დაწყებემდე და დამსწრეებს გააცნეს ინოვაციები, რომელთა დანერგვაც იგეგმება ახლო მომავალში.

აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს საშუალება ჰქონდა გაეზიარებინა საკუთარი ინიციატივები სასწავლო პროცესის დახვეწისა და გაუმჯობესების მიმართულებით და მიეღო მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *