“ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კვლევითი პროექტების დაფინანსების მიზნით კონკურსი გამოცხადდა.
საკონკურსო განაცხადების წარდგენა და შეფასება განხორციელდება ,,შპს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტთა კვლევისა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დაფინანსების წესის” შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილი).
სტუდენტებმა დაფინანსების მიღების მიზნით საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@eu.edu.ge
თითოეულ კვლევით პროექტზე გასაცემი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 2000 (ორი ათას) ლარს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 1 ივნისი, 18:00 საათი.