სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

სტომატოლოგიის ფაკულტეტის განმახორციელებელ პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

14 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტის განმახორციელებელ პერსონალთან (საბაზისო და კლინიკური დისციპლინები) სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სასწავლო პროცესების ადმინისტრირების მიმართულებით ვიცე-რექტორი ნიკოლოზ ფარჯანაძე უძღვებოდა.

ნიკოლოზ ფარჯანაძემ დეტალურად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომლებიც დაინერგა გაზაფხულის სემესტრის დაწყებემდე და დამსწრეებს გააცნო ინოვაციები, რომელთა დანერგვაც იგეგმება ახლო მომავალში. აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს საშუალება ჰქონდა გაეზიარებინა ნებისმიერი ინიციატივა სასწავლო პროცესის დახვეწისა და გაუმჯობესების მიმართულებით და მიეღო პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *