საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი ბუდაპეშტის მეტროპოლიტანის უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეულს ესწრება

„ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი, თინათინ ზაალიშვილი, ბუდაპეშტის მეტროპოლიტანის უნივერსიტეტში (უნგრეთი) მიმდინარე საერთაშორისო კვირეულს ესწრება.

ვიზიტი ევროკავშირის ქვეყნებთან საგანმანათლებლო და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის განვითარებასა და ახალი საერთაშორისო პარტნიორული კავშირების დამყარებას ისახავს მიზნად.

საერთაშორისო კვირეული ევროპის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს აერთიანებს და წარმოადგენს გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და სტუდენტებისა და პერსონალისთვის გაცვლითი და საგანმანათლებლო შესაძლებლობების განხილვის პლატფორმას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი ღონისძიებები, მათ შორის სამუშაო შეხვედრები, თემატური პრეზენტაციები და პარტნიორ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *