ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ერთობლივი მე-18 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2025 წლის 19 ივნისს ჩატარდება.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ 400-დან 500 სიტყვამდე შესრულებული აბსტრაქტი.
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 1 ივნისი.
აბსტრაქტის წარდგენა/გამოგზავნა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან მაქსიმუმ ორ სტუდენტს გუნდურად.
კონფერენციის მასალები უნდა გამოაგზავნოთ მეილზე: studentconference@eu.edu.ge
სათაურის ველში მიუთითეთ – “სტუდენტური კონფერენცია 2025”
აბსტრაქტების მომზადებაში სტუდენტების კონსულტაციის მიზნით დაგეგმილია ორი სამუშაო შეხვედრა:
- “როგორ დავგეგმოთ სამეცნიერო კვლევა” – 2025 წლის 14 აპრილი;
- “როგორ მოვამზადოთ საკონფერენციო მასალები” – 2025 წლის 19 მაისი.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის გზამკვლევში.
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე: studentconference@eu.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს!
მიმაგრებული ფაილები