10 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე “ადვოკატის როლი მართლმსაჯულებაში“ გაიმართა.
ლექციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) პრეზიდენტი დავით ასათიანი უძღვებოდა.
შეხვედრის ფარგლებში დავით ასათიანმა სტუდენტებთან მიმოიხილა ადვოკატის პასუხისმგებლობები, სხვადასხვა სახის პროცედურები, ეთიკის ნორმები და დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
ლექციის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომელშიც სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.
შეხვედრას სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.