სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადდა.
საკონკურსო განაცხადების წარდგენა და შეფასება განხორციელდება ,,შპს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტთა კვლევისა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დაფინანსების წესის” შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილი).
სტუდენტებმა დაფინანსების მიღების მიზნით საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელ. ფოსტაზე info@eu.edu.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 1 ივნისი, 18:00 საათი.