8 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორი ნიკოლოზ ფარჯანაძე უძღვებოდა.
ვიცე-რექტორმა შესაბამისი ფაკულტეტის დეკანებთან ერთად აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან შეხვედრის ფარგლებში განიხილა მიმდინარე სემესტრის სწავლა-სწავლების სისტემა და განახლებული საგამოცდო პროცესის სპეციფიკა.
სამუშაო შეხვედრის მიზანი სასწავლო პროგრამების ფარგლებში საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანობის ზრდა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა იყო.