“ევროპის უნივერსიტეტი” საერთაშორისო რანჟირების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, QS-ის წამყვანი უნივერსიტეტების პლატფორმაზეა წარმოდგენილი.
QS ლონდონში მოქმედი დამოუკიდებელი უმაღლესი განათლების შემფასებელი ორგანიზაციაა და ყოველწლიურად ახორციელებს მსოფლიო მასშტაბით უნივერსიტეტების შეფასებას სხვადასხვა მიმართულებებით.
QS-ის TopUniversities პლატფორმაზე “ევროპის უნივერსიტეტი” წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით წამყვან უნივერსიტეტებს შორის. აღნიშნული განამტკიცებს “ევროპის უნივერსიტეტის” ადგილს საგანმანათლებლო ასპარეზზე და ხელს უწყობს მისი ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეებში.
QS-ის TopUniversities პლატფორმაზე “ევროპის უნივერსიტეტის” პროფილი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.topuniversities.com/universities/european-university-georgia#p2-university-information