სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ვეტერინარიის სტუდენტებისთვის ვეტერინარულ კლინიკაში “ნიუვეტი” სტაჟირება გამოცხადდა

“ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის ვეტერინარულ კლინიკაში “ნიუვეტი“ სტაჟირებისთვის კონკურსი გამოცხადდა.

შერჩეული სტუდენტები კლინიკაში სამდღიან პრაქტიკას გაივლიან.

განაცხადის შემოტანა შეუძლიათ I, II და III კურსის სტუდენტებს, რომელთა GPA არის არანაკლებ 2.5

სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 24-31 მარტის ვადებში: სარეგისტრაციო ბმული

სტუდენტებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს გასაუბრება ჩატარდება 1 აპრილი.

კონკურსის შედეგად სტაჟირების გასავლელად შეირჩევა 10 სტუდენტი.