მარიამ ჯოჯუა

წარმატებული სტუდენტი

მარიამ ჯოჯუა “ევროპის უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობს. ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ესპანეთში, "სანტიაგო დე კომპოსტელას” უნივერსიტეტში იმყოფებოდა,  სადაც სტაჟირება პირველადი დახმარების მიმართულებით გაიარა.

მარიამი კლინიკურ პრაქტიკაზე გერმანიაში, “ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში იმყოფებოდა, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა ჩართულიყო ქირურგიულ პროცესებში და დაკვირვებოდა მკურნალობის პროცესს.

ის აქტიურად მონაწილეობს  უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებში.

მარიამ ჯოჯუა “ევროპის უნივერსიტეტის” სამედიცინო გადაცემის  “თეთრი ხალათი” წამყვანია, რაც მის კარიერაში მორიგი წარმატებული ნაბიჯია.

რატომ ევროპის უნივერსიტეტი?

“ევროპის უნივერსიტეტი” ჩემთვის შესაძლებლობის წყაროა, რომელიც პროფესიულ განვითარებაში მუდმივად მეხმარება.

უნივერსიტეტი ხელს უწყობს არა მხოლოდ აკადემიური განათლების გაღრმავებას, არამედ პრაქტიკული უნარების განვითარებასაც”.