
ლანა მაღალდაძე
წარმატებული სტუდენტი
ლანა მაღალდაძე „ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია და სწავლის პარალელურად, დასაქმებულია “ევროპის უნივერსიტეტში”.
ლანა იმ 15 აბიტურიენტს შორის მოხვდა, რომელთაც ყველაზე მაღალი ქულა მოიპოვეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე სწავლა სრულად დაუფინანსდა.
2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი გახდა და მოიპოვა როგორც „ევროპის უნივერსიტეტის“ ასევე, რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის სტიპენდია.
რატომ ევროპის უნივერსიტეტი?
"ევროპის უნივერსიტეტმა უნიკალური შესაძლებლობა მომცა, რომ სწავლა და კარიერა ერთმანეთთან შემეთავსებინა და განათლება იმ მიმართულებით მიმეღო, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ევროპის უნივერსიტეტი სტუდენტებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლების მიღების, არამედ პროფესიული განვითარების მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს. მადლობას ვუხდი უნივერსიტეტს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თითოეულ სტუდენტს ეძლევა, რათა სრულად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი და მიიღოს ხარისხიანი განათლება."