„ევროპის უნივერსიტეტის“ კალათბურთის გუნდი ახალი წევრების მიღებას იწყებს. თუ ხარ ჩვენი სტუდენტი, შემოუერთდი გუნდს – ითამაშე პროფესიონალურ დონეზე და წარადგინე შენი გუნდი საუნივერსიტეტო შეჯიბრებებზე.
„EU”-ს კალათბურთის გუნდში გაწევრიანებით შენ შეძლებ სწავლის პარალელურად ივარჯიშო სისტემატურად, იბრძოლო გამარჯვებისთვის კონკურენტუნარიან გუნდებთან და გახადო სტუდენტური ცხოვრება უფრო დასამახსოვრებელი.
მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის?
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა 18 მარტის ჩათვლით და მოდი სინჯებზე:
გახსოვდეს, აქ ყველა შენი გულშემატკივარია.