ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები

“EU LAB“-ში აბიტურიენტებისთვის ვორქშოპი – “AI და გართობა“ გაიმართა

informatika workshop

22 თებერვალს, “ევროპის უნივერსიტეტის” ინოვაციურ სივრცეში – “EU LAB”-ში, ინფორმატიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის პრაქტიკული ვორქშოპი „როგორ შეიძლება ვასწავლოთ AI-ს კომპიუტერული თამაშის მოგება“ გაიმართა.

ვორქშოპის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეღრმავებინათ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიებში, ჩართულიყვნენ პრაქტიკულ აქტივობებში და საკუთარი თავი მომავლის პროფესიაში გამოეცადათ.

“ევროპის უნივერსიტეტის“ კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ბესო ტაბატაძემ, აბიტურიენტებს ხელოვნური ინტელექტის როლი თამაშებში და Minimax ალგორითმის მუშაობის პრინციპი Tic-Tac-Toe-ის მაგალითზე გააცნო.

მონაწილეებმა ვორქშოპის ფარგლებში ვებტექნოლოგიებთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებიც შეისწავლეს და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოცადეს.