მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის “ჯო ენის საუნივერსიტეტო” ჰოსპიტალში კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით

“ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” პრაქტიკის გავლის მიზნით “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის  ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი  საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

სტუდენტები “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკურ პრაქტიკას მიმდინარე წლის 10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით გაივლიან.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:

  1. GPA > 3.0
  2. სწავლისსაფეხური – დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვაი  და ქართულენოვანი პროგრამის მე-3, მე-4 , მე-5 და მე-6  კურსი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 2025 წლის 2 მარტის 18:00 საათამდე.

გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 6 მარტს

გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 6 სტუდენტი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 7 მარტისა.

პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *