მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტები ესპანეთში სტაჟირებას გადიან

Spain

“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები ესპანეთში “სანტიაგო დე კომპოსტელას” უნივერსიტეტში კლინიკურ სტაჟირებას გადიან.

კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები მასპინძელ უნივერსიტეტში სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით “სიმულაციური მედიცინა და სცენარზე დაფუძნებული სწავლება გადაუდებელი მდგომარეობისას“ – ერთკვირიან პრაქტიკას გაივლიან.

პროგრამა სრულად დაფინანსებულია “ევროპის უნივერსიტეტის” მიერ და მის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან:

გადაუდებელი მდგომარეობების მართვას ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური პირობების დროს;

სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას გადაუდებელი მდგომარეობის მართვის დროს;

სცენარზე დაფუძნებული სიმულაციური ამოცანებით გადაუდებელი მდგომარეობების მართვას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *