“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტური თვითმმართველობისა და “ბირჟა თბილისის” თანამშრომლობით, თამაში – “მაფიის ღამე” გაიმართა, რომელშიც თბილისის 11 სხვადასხვა უნივერსიტეტი მონაწილეობდა.
ფინალში 11 უნივერსიტეტის 1-1 MVP შეხვდა ერთმანეთს და თამაში მაფიის გამარჯვებით დასრულდა.
“ევროპის უნივერსიტეტს” თამაშის გამარჯვებული, მაფიის წევრი ალექსანდრე უკლება წარმოადგენდა.