“ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის “ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში” (ტარტუ, ესტონეთი) კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.
2-8 სექტემბერს ესტონეთში სტაჟირებას ვეტერინარიის პროგრამის შემდეგი 10 სტუდენტი გაივლის:
- ანა ბაბაიანი
- ნია ჯიშკარიანი
- დინა გოშუანი
- დავით ხორნაული
- ნატალი ირემაშვილი
- ბექა კიკნაძე
- ლიანა მაისურაძე
- მარიამი ჭინჭარაული
- თინა ყაველაშვილი
- ირაკლი იაკობიშვილი
სტაჟირების პროგრამა შემუშავებულია სპეციალურად “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის და მისი მიზანია სტუდენტებისთვის სხვადასხვა ტრანსფერული და დარგობრივი უნარების განვითარება.
შერჩეული სტუდენტების მგზავრობის, განთავსების და პროგრამის საფასურს “ევროპის უნივერსიტეტი” სრულად დააფინანსებს.