“ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს ვაკანსიას დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისათვის, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მორიგე ექთნის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
- პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass
ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტის საექთნო შეფასება კომპეტენციის ფარგლებში და საექთნო მოვლის დაგეგმვა;
- სამედიცინო ეთიკის დაცვით კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო პერსონალთან, პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მიღება-გაცემა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოება;
- მედიკამენტების ხარჯვის აღრიცხვის წარმოება;
- ერთჯერადი გამოყენების საგნების ხარჯვის აღრიცხვის წარმოება;
- ექიმის დანიშნულების სწორად შესრულების უზრუნველყოფა;
- სამკურნალო წამლების შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა;
- პაციენტის დაბრკოლების, ცდომილებისა და ნებისმიერი გართულების შესახებ ექიმებისა და უფროსი ექთანის ინფორმირება;
- ჰიგიენის, პირადი ჰიგიენის დაცვა;
- პაციენტის მოვლასთან დაკავშირებული რისკების დროული შეფასება და საკუთარი
- კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ქმედების განხორციელება;
- შესრულებული სამუშაოს დადასტურება ხელმოწერით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უნდა იყოს ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის მე-6 ან უფრო მაღალი სემესტრის აქტიური სტატუსის სტუდენტი;
- სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დადგენილი შინაგანაწესით მუშაობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას 35
დაინტერესებულ კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული 13 აპრილის ჩათვლით – გადადით ბმულზე
გასაუბრება კანდიდატებთან ჩატარდება 15 აპრილს.
ევროპის უნივერსიტეტი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!