სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტებისთვის FAO-მ ტრენინგი ჩაატარა

ევროპის უნივერსიტეტის” ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტებისთვის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოში რძის სექტორის მდგომარეობაზე და საჭიროებებზე ტრენინგი ჩაატარა. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა პრაქტიკული სამუშაოები ქარელში, “პაპას ფერმაში” გაიარეს.

ტრენინგს ვეტერინარი და სურსათის უვნებლობის ექსტენციის სპეციალისტი ანუკი ნაცვლიშვილი გაუძღვა.

ლექციის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ რძის პროდუქტებს, სურსათის უვნებლობის საკითხებსა და არსებულ კანონმდებლობას. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია კლინიკურ და ფარულ მასტიტებზე, ანტიბიოტიკების სწორ გამოყენებაზე, სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებზე.

თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ სტუდენტები ეწვივნენ ქარელის მუნიციპალიტეტს, სადაც დაათვალიერეს ჯერსების ფერმა.

შესაბამისი ცოდნის მიღების შემდეგ სტუდენტებმა თავად შეამოწმეს ნედლი რძის პარამეტრები ლაქტოსკანით და ანტიბიოტიკების სწრაფი ტესტებით გამოიკვლიეს რამდენიმე ნიმუში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *