“ევროპის უნივერსიტეტში“ 30 ნოემბერს სამეცნიერო კონფერენცია თემაზე “ინფექციურ დაავადებათა პრევენციის და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები” გაიმართა.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც პრაქტიკული შემთხვევების ანალიზის მეშვეობით განიხილეს ინფექციური დაავადებების სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები. ღონისძიების მიზანი იყო მონაწილეებისთვის თანამედროვე მიდგომების გაზიარება, რომლებიც პრევენციასა და მკურნალობას უფრო ეფექტიანს და შედეგიანს ხდის.
კონფერენციის პირველი სესია “ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორის მარინა ენდელაძისა და ინფექციური დაავადებების დეპრატამენტის ხელმძღვანელის, აფილირებული პროფესორის მაია ჟამუტაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომლებმაც დაავადებების მართვის აქტუალური საკითხები მიმოიხილეს.
მეორე სესიას ხელმძღვანელობდნენ “ევროპის უნივერსიტეტის“ მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლარისა მელია და უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ნინო ბადრიძე, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება კლინიკურ პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის პერსპექტივებს დაუთმეს.