22 თებერვალს, 14:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიის დეპარტამენტის აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, ორი ახალი სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა გაიმართება.
- გიორგი ჭეიშვილის ავტორობით გამოცემული კრებული “სანახებნი ქართლისანი, ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევები“ – კრებულში გაერთიანებულია საქართველოს ისტორიული საზღვრების პრობლემატიკასთან დაკავშირებული სამეცნიერო სტატიები, რომლის უკანასკნელი რუბრიკაც თანამედროვე საისტორიო მეცნიერებაში დამკვიდრებული ტრადიციული ისტორიულ-გეოგრაფიული კონცეპტების ანალიზსა და კრიტიკას ეთმობა.
- წიგნი “ღართისკარი, დედაქალაქობისდროინდელი მცხეთის ჩრდილოეთი კარიბჭე“, ავტორები: ვახტანგ ნიკოლაიშვილი, მერაბ ძნელაძე, გოდერძი ნარიმანიშვილი – წიგნში განხილულია 1979-1989 წლებში მცხეთის ტერიტორიაზე, ღართისკარში გამოვლენილი ანტიკური ხანის ციხესიმაგრეზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგები. ნაშრომი ეძღვნება ქართველი არქეოლოგის ვახტანგ ნიკოლაიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავს.
მისამართი: გურამიშვილის გამზირი N76, “ევროპის უნივერსიტეტი”, მე-5 სართული, ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზი.
დასწრება თავისუფალია.