8 თებერვალს “ევროპის უნივერსიტეტში“ ვეტერინარიის პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ვორკშოპი გაიმართა.
მოსწავლეებს პრაქტიკული ნაწილის დაწყებამდე ფაკულტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ვეტერინარიის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები მაია კერესელიძე და ნინო მილაშვილი შეხვდნენ.
აბიტურიენტები დაესწრნენ ვორკშოპს თემაზე „ანატომაჟის და ცხოველის პირველადი დახმარების დემონსტრირება“. კვალიფიციური ლექტორებისგან მიიღეს ინფორმაცია ცხოველის პირველადი დახმარების ტექნიკების შესახებ. ანატომაჟის საშუალებით 3D ვიზუალიზაციის ეფექტით ნახეს პულსაციის გაზომვის მეთოდი და გაიარეს ოთხფეხა მეგობრებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის სიმულაცია.
აბიტურიენტებისთვის ვეტერინარიის ვორკშოპების სერია გრძელდება. 15 თებერვალს დაინტერესებულ მოსწავლეებს შეუძლიათ „ექოსკოპიის და ინტუბაციის ტექნიკის დემონსტრირებას” დაესწრონ, 22 თებერვალს კი “სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დემონსტრირებაში” მიიღონ მონაწილეობა.
ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: google.com